ქარვისფერი, მშრალი ღვინო «მზის კოცნა» დამზადებულია კახეთში მოწეული ქისის ჯიშის ყურძნისაგან. ფერმენტაცია გაიარა იტალიურ ამფორაში, სრულ ჭაჭაზე ექვსთვიანი დაყოვნებით. დადუღების შემდეგ ღვინო თორმეტი თვის განმავლობაში ფრანგული მუხის კასრში ვარგდებოდა. ღვინო არის ღია ქარვისფერი შეფერილობის. ხასიათდება გარგრის ჩირის, ვანილის, კარამელისა და სანელებლების არომატებით. გამოირჩევა ხავერდოვანი ტანინით, დაბალანსებული და ჰარმონიული გემოთი.