GE
RU
EN
მაღაზია
ფელიზიქალის სახელია, ესპანურიდან ითარგმნება როგორც ბედნიერი. „ფელიზი“ 100% საფერავისგან დამზადებული მშრალი ვარდისფერი ღვინოა - ელეგანტური ყვავილოვან-კენკროვანი არომატით, კარგი მჟავიანობით და რბილი დაბოლოებით. არომატებიდან საგრძნობია კოწახური, ვარდის ფურცლები და მწიფე მარწყვი, რომელიც მოგვიანებით ვლინდება ბაღის ჟოლოსა და ლიჩის ტონებით. გემოში დომინირებს კოწახური და კენკრა.
ფელიზი 2021
35 ₾
თეთრი, მშრალი ღვინო, რომელიც დამზადებულია 100% ქისისაგან. „ალიონი“ ღია ჩალისფერია. გააჩნია ციტრუსების, თეთრი ატმის, გარგრის ჩირისა და ქორფა ბალახის მცენარეული ტონები. წვნიანი მწვანე ვაშლის გემო, სასიამოვნო მჟავიანობა და საშუალო ხანგრძლივობის დაბალანსებული დაბოლოება. კარგი მჟავიანობის ხარჯზე იდეალური გასტრონომიული ღვინოა.
ალიონი 2021
35 ₾
კახეთში, ალაზნის ველზე, საბუეში მოყვანილი საფერავისგან დამზადებული „ეკლიპსეს“ პირველი წითელი მშრალი ღვინო. ყურძენს ხელით ვკრეფთ, 20 კგ-იან ყუთებში. ღვინო გადის ფერმენტაციას, მალოლაქტურ დუღილს და დაძველების პროცესს 12 თვის განმავლობაში. ღვინო არის მუქი ლალისფერი შეფერილობის, ალუბლის, შინდის, შავი მოცხარის, მაყვლისა და ქლიავის ინტენსიური არომატებით. მსუბუქი სანელებლების გემო და ხავერდოვანი ტანინი ღვინოს დაბალანსებულსა და ჰარმონიულს ხდის.

ესაბი 2020
35 ₾
„ფელიჩიტა“ წარმოებულია საფერავის ჯიშის რჩეული ყურძნისგან. ღვინის არომატში ჰარმონიულადაა გამოხატული კოწახურისა და ვარდის ფურცლების ბუკეტი, ასევე, წვნიანი ბაღის ჟოლოსა და გრეიპფრუტის ნაზი ტონები. საფერავის ჯიშისათვის სახასიათო მჟავიანობა შესანიშნავადაა დაბალანსებული ღვინის სრული სხეულითა და ნარჩენი შაქრით, ღვინო კი ხასიათდება საშუალო ხანგრძლივობის ჰარმონიული დაბოლოებით.

ფელიჩიტა 2021
35 ₾
„ნარნარი ცისკარი“ არომატული თეთრი ღვინოა, რომელიც რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან იწარმოება და დაკრეფილია „ეკლიპსეს“ ვენახებში. ღვინო ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერილობით და ყვითელი ვაშლისა და ტკბილი ლიმონის არომატებით. „ნარნარი ცისკარი“ -ს არომატი უხვადაა გაჯერებულია მწიფე მსხლისა და ეგზოტიკური ხილის ნოტებით, სასიამოვნო მჟავიანობა კი შესანიშნავად ბალანდება ღვინის სიტკბოთი. ღვინოს ახასიათებს ბაღის ხილის ჰარმონიული ტონების ხანგრძლივი დაბოლოება.

ნარნარი
ცისკარი 2021
21 ₾
თეთრი, არომატული მშრალი ღვინოა. დამზადებულია 100% რქაწითელისგან. ღვინო ღია ჩალისფერია და გამჭვირვალე. აქვს ტკბილი მსხლის, ლიმონის ცედრის, ტკბილი ფორთოხლის არომატი. იდეალურად დაბალანსებული მჟავიანობა და დროში გამყოლი გემო აშკარად შეესაბამება სახელს - „ცისკარი“.
ცისკარი 2020
21 ₾
Click to order
თქვენი შეკვეთა
Total: 
Your Name
Your Email
Your Phone
© Eclipse LLC