კახეთში, ალაზნის ველზე, საბუეში მოყვანილი საფერავისგან დამზადებული „ეკლიპსეს“ პირველი წითელი მშრალი ღვინო. ყურძენს ხელით ვკრეფთ, 20 კგ-იან ყუთებში. ღვინო გადის ფერმენტაციას, მალოლაქტურ დუღილს და დაძველების პროცესს 12 თვის განმავლობაში. ღვინო არის მუქი ლალისფერი შეფერილობის, ალუბლის, შინდის, შავი მოცხარის, მაყვლისა და ქლიავის ინტენსიური არომატებით. მსუბუქი სანელებლების გემო და ხავერდოვანი ტანინი ღვინოს დაბალანსებულსა და ჰარმონიულს ხდის.